წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ჯორჯიან ფროდაქშენს“ (შემდგომში „კომპანია“, „K Group Productions“ ან kpro.com.ge, kpro.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ kpro.com.ge-ს ვებსაიტის გამოყენებას.
K Group Productions თქვენგან ან მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას იყენებს და ამუშავებს განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
kpro.com.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ, ასევე, ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და ნივთის დაბრუნების პირობებს.
გთხოვთ, ვებსაიტის გამოყენებამდე გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.
შპს „ჯორჯიან ფროდაქშენის“ ს/ნ 402163118 (შემდგომში „კომპანია“) საქმიანობას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, კერძოდ, კომპანია ამზადებს ჭიშკრის ავტომატურ გამღებ მექანიზმებს საუკეთესო ხარისხით და ყველაზე დაბალ ფასად. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ხარისხიანად და ჯეროვნად ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, მუდმივად საქმის კურსში აყენებს დამკვეთს სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე და ნებისმიერ ახალ წამოჭრილ საკითხსა თუ დაბრკოლებაზე აცნობებს დამკვეთს და საჭიროების შემთხვევაში იღებს მისგან წინასწარ თანხმობას განსახორცეილებელ ქმედებაზე.
რაც ყველზე მნიშვნელოვანია, შპს ჯორჯიან ფროდაქშენის მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
შიდა განვადება
მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს შიდა განვადებით. პროდუქტის კალათაში დამატების შემდგომ საჭიროა შემდეგი ინფორმაცია: სახელი
გვარი
პირადი ნომერი
ტელეფონი
მეილი
გათვალისწინებული ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს ოთხ ეტაპად შემდეგი წესით: მყიდველი ვალდებულია, ნასყიდობის საგნის ღირებულების ¼ ნაწილი გადაიხადოს ყოველთვიურად ყოველი კალენდარული თვის დასაწყისში ან ყოველი კალენდარული თვის ბოლოს. ყოველი შემდგომი გადახდა უნდა დაფიქსირდეს თავდაპირველი გადახდიდან 01 (ერთი) კალენდარული თვის ვადაში.
„მყიდველის“ მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, „გამყიდველის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, რომელიც მითითებულია გაფორმული ხელშეკრულების რეკვიზიტებში
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელის მიწოდების შემდგომ ფორმდება მიღება ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.